пятница, 21 мая 2010 г.

წყაროს წყლები




    პროექტის თემა: წყაროს წყლები                

      1. პროექტის მოკლე აღწერა:

             I. წყაროს წყლების სათავეების დასუფთავება

           II. მიმდინარე ტერიტორიის დასუფთავება

           III. შემოგარენის გამწვანება და კეთილმოწყობა

2. პროექტის სრული აღწერა:

          I. მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზანს.

II. შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას

III. მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და მიეცემათ კონკრეტული სამუშაოები.

ა) პირველი ჯგუფი დაასუფთავებს წყაროს სათავეს.

ბ) მეორე ჯგუფი დაასუფთავებს წყაროს საცავს

გ) მესამე ჯგუფი დაასუფთავებს წყაროს შემოგარენს.

დ) მეოთხე ჯგუფი იზრუნებს მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაზე.

ე) მეხუთე ჯგუფი წყაროს შემოგარენის კეთილმოწყობაზე.

3. მონაწილეთა ასაკი: მესამე საფეხურის მოსწავლეები.

4. ვადები: 1 წელი.

5. პროექტის აქტივობები:

· მინი ლექცია: წყაროს წყლების მნიშვნელობასა და მისი დაბინძურების საშიშროების შესახებ

· სამუშაო იარაღების მოძიება.

· ნარჩენების გატანისათვის ტრანსპორტის მოძიება

· მერგების მოძიება და დარგვა.

· სკამების დამზადება

· ნახატებისა და პლაკატების შექმნა წყაროს წყლებისა და გარემოს დაცვის შესახებ.

6. მოსალოდნელი შედეგები:

· მოსახლეობა მიიღებს სუფთა წყალს საცავიდან

· შინაური ცხოველები დალევენ წყალს სუფთა საცავიდან

· აღარ იქნება ინფექციური დაავადებების გავრცელების საშიშროება

· მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ბუნებრივი რესურსების მოვლისა და დაცვის უნარ-ჩვევები.

7. სამუშაო ენა: ქართული

8. საგანთან კავშირი: ბიოლოგია, გეოგრამია, შრომა.

9. სასარგებლო სხვებისთვის: შედეგად მივიღებთ სუფთა წყალს, დასუფთავებულ და გამწვანებულ შემოგარენს.

10. პროექტის ფასილიტატორი: მაია ოზბეთელაშვილი

11. ელ. ფოსტა: mozbetelashvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий